Tuesday, 12 February 2013

ბორჯომი — ქალაქი-კურორტი აღმოსავლეთ საქართველოში და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრი. მოსახლეობა 9,9 ათასი (2002 წ.). მდებარეობს მდინარების მტკვრის, ბორჯომულასა და გუჯარეთისწყლის შესართავთან, მესხეთის ქედის აღმოსავლეთ და თრიალეთის ქედის დასავლეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 800-900 მ. სიმაღლეზე. ქალაქს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი.ქალაქის ადგილას XV-XVIII სს-ში იყო რამდენიმე სოფელი: ნუა, ფაფა, ჭალა. იმავე ხანებში ურავლის ხეობაში იყო ბორჯომის სახელით ცნობილი სოფელი. ვარაუდობენ, რომ ეს სახელი უნდა მოეტანათ ოსმალეთის დაპყრობითი ომების შედეგად ლტოლვილ მოსახლეობას. ოფიციალურ წყაროებში სახელი ბორჯომი XIX საუკუნეში იხსენიება. 1825 წელს დაიწყო რუსეთის იმპერიის ჯარისკაცებმა შემთხვევით აღმოაჩინეს ბორჯომის წყალი, რომელმაც მალე მთელს იმპერიაში გაითქვა სახელი. ქალაქი ბალნეოლოგიურ კურორტად და რომანოვების სამეფო დინასტიის საზაფხულო რეზიდენციად გადაიქცა. 1890 წელს „ბორჯომის“ საწარმოო ჩამოსხმა დაიწყო. ბორჯომმა კი ქალაქის სტატუსი 1918 წელს მიიღო.[3]

„ბორჯომი“ვულკანური წარმოშობის მინერალური წყალი ამავე სახელწოდების ქალაქი-კურორტიდან, საქართველოში, რომელიც ბუნებრივი მონაცემებით 1500 წელზე მეტს ითვლის. მრავალი წლის განმავლობაში სარგებლობდა უდიდესი პოპულარობით რუსეთის იმპერიაში, ყოფილ სსრკ-ში და მის გარეთაც.
ბორჯომის წყალი დედამიწის ზედაპირზე ამოდის 8–10 კილომეტრის სიღრმიდან, ბუნებრივი გაზის, ნახშირბადის დიოქსიდის წნევის მეშვეობით. ბევრი სხვა მინერალური წყლისგან განსხვავებით, ვერ ასწრებს მიწის ქვეშ გაციებას და ზედაპირზე ამოდის თბილი სახით (38-41 °С), რომელიც „გზადაგზა“ მდიდრდება კავკასიონის მთებში არსებული 60 სხვადასხვა მინერალის კომპოზიციით.
ბორჯომის წყლის კვლევის შედეგები აჩვენებენ, რომ მის ფორმირებაში მონაწილეობენ სიღრმისეული მინერალიზებული, თანამედროვე მტკნარი და დაბალი მინერალიზაციის წყლები.
1990-იანი წლების დასაწყისში ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყვეს, რომ „ბორჯომი“, წყალბადის იზოტოპების შეფარდებით, კარდინალურად განსხვავდება სხვა მინერალური წყლებისგან.

No comments:

Post a Comment