ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალი

ბორჯომის ნაკრძალი დაარსდა 1935 წელს, ხოლო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი - 1995 წელს. დაცული ტერიტორიები წარმოადგენილია უმნიშვნელოვანეს გეოგრაფიულ კვანძზე, იქ, სადაც თავს იყრის სუბტროპიკული, ზომიერი, სემიჰუმიდური და წინააზიური ლანდშაფტები. ეროვნული პარკის ფართობია 760 კმ², რის მიხედვითაც იგი ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში, ეროვნულ პარკთან და ნაკრძალთან, ბორჯომის ხეობის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს ნეძვის აღკვეთილი.
ეროვნული პარკის და ნაკრძალის ტერიტორიაზე წარმოდგენილია ლანდშაფტთა ვერტიკალური ზონალობა მუქწიწვიანი და ფართოფოთლოვანი ტყეებით დაწყებული და ფართოფოთლოვანი ტყეებით დამთავრებული. აქვეა ფლორისა და ფაუნის ათეულობით ედემური და რელიქტური სახეობა. დიდი ყურადღება ექცევა კავკასიური ირემის დაცვა-აღდგენას.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი და ბორჯომის ნაკრძალი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ბორჯომ-ბაკურიანის რეკრეაციული ზონის ფუნქციონირებაში. მისი მონახულებით ყოველწლიურად ათასობით უცხოელი ტურისტია დაინტერესებული. გარდა ამისა, მისი მეშვეობით პრაქტიკულად დაცულია მცენარეული საფარი, რომელსაც უმნიშვნელოვანესი წყალდაცვითი, ნიადაგდაცვითი და საკურორტო ფუნქცია გააჩნია.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ათამდე ტურისტული მარშუტით შეიძლება გადაადგილება, რომელთა უმრავლესობა სალაშქრო-საცხენოსნო ხასიათისაა.

No comments:

Post a Comment